ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
„გრინ დეველოპმენტი” სამშენებლო სფეროში პოზიციონირებას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორ კომპანიებთან ერთად იწყებს. გუნდის სამომავლო გეგმები კი ინოვაციური დეველოპერული პროექტების შექმნაზეა ორიენტირებული.
სამშენებლო სფეროში განვითარება , არსებული გამოწვევების დაძლევა და მომხმარებლის კმაყოფილება კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია.
ამ ეტაპზე “გრინ დეველოპმენტის” მიზანია, შექმნას უკონკურენტო ურბანული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქ ქუთაისში.
წამყვანი არქიტექტორების მიერ შექმნილი პროექტი “მონუმენტი” გამორჩეული იქნება ინფრასტუქტურით, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ სივრცეს, 4000 კვმ რეკრეაციულ ზონას, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, საბავშვო გასართობ სივრცეებსა და სავაჭრო ობიექტებს.
კომპანიის სურვილია შექმნას კონცეფცია „ქალაქი-ქალაქში“ და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხი და კომფორტული ცხოვრება ყველა ადამიანისთვის.
ახალ სახლში გადასვლა ახალი ცხოვრების დასაწყისია, ხოლო ახალი ცხოვრება – ახალი ემოციაა. „მონუმენტში“ თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ კვადრატულ მეტრს არამედ რეალობად ქცეულ ისტორიას…
